ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცხოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენასა და მის დაგროვებაზე ზრუნვა, ამიტომაც აუცილებელია პიროვნების ჰარმონიული განვითარება, მისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის ზრუნვა. როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა და ძრწოლა! ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ. მე კი, საწყალობელს, კაცობრიობის ორმა ბოროტებამ – გულმავიწყობამ და უმეცრებამ თვალები დამიბრმავა! რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა

თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს. თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად

მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან. მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას.

image
image თემა: ბუნება,  შრომა,  აღზრდა
ავტორი: ილია II

პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვართ და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის

image
image თემა: აღზრდა
ავტორი: ილია II

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს

შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა. ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და

შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი

რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რაც ცათა სასუფეველშია დაუნჯებული! რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3