ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
მეუდაბნოე მღვიძარე მამები გვასწავლიან, რომ სხვადასხვა ღვაწლით, შრომა მცნებების დაცვისთვის, სულის განწმენდისთვის, მარხვა, მღვიძარება, მეტანიები და ა. შ. საქმე გონიერი ჭვრეტის აუცილებელი წინაპირობაა">საქმით, ჭვრეტით, მღვიძარებისა და ლოცვის ზნეობრივი და სულიერი ფილოსოფიით ადამიანის გონება იწმინდება, ნათლდება და სრულყოფილი ხდება, ამის შედეგად კი ღვთისმეტყველების ნიჭს იძენს. საუბარია არა გნოსეოლოგიურ ღვთისმეტყველებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ღვთისმეტყველები ფლობენ, არამედ იმ ღვთისმეტყველებაზე, რომელიც წარმოიქმნება და ამოხეთქავს ღვთაებრივი წყაროდან, საიდანაც ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღვთისმეტყველების მდინარეები უწყვეტად მოედინება.
ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს.
თემა: სულიერი ბრძოლა, შრომა, სიმამაცე, სიმხნევეავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
საერო ცხოვრებაში შრომა და ტანჯვა ამაოა, მონაზვნურ ყოფაში კი ეს ღმერთის მოპოვებაში გვეხმარება.
თემა: მონაზვნობა, მონაზონთათვის, წუთისოფლის ამაოებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს.
თემა: ცოდვა, ვნებები, ყურადღებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა სულიერ საკითხებსა და ჭვრეტაში.
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლე, ასკეტიზმი, ღვთის ჭვრეტაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი