განსჯა - ციტატები, გამონათქვამები

განსჯა - ციტატები, გამონათქვამები განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულობის დაკარგვის შედეგია. რაიმეს დაკარგვა კი მხოლოდ მისი ქონების და ფლობის შემდეგ შეიძლება. მაშასადამე, იყო დრო, როცა მათში განსჯის უნარიც, გონიერებაცა და მოკრძალებული წინდახედულებაც სუფევდა. თუკი ეს ასეა, მაშინ დემონები თავისი ბუნებით არ ყოფილან ბოროტნი; მაგრამ ბუნებრივი ძალების ბოროტად გამოყენების შედეგად ისინი ბოროტნი გახდნენ. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა

ყველაზე მეტად რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს?
ღმერთს ცრემლით უნდა შევთხოვოთ მორჩილება, სიყვარული და განსჯის უნარი.
ღმერთს ცრემლით უნდა შევთხოვოთ მორჩილება

ცხონებისათვის რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა განსჯას?
სულიერი განსჯის გარეშე ყოველგვარი კეთილი საქმე შეიძლება ცხონებისათვის უსარგებლო შეიქნეს. ადამიანი ან დგება ღვაწლში ისე, რომ ვერ საზღვრავს ეყოფა თუ არა საამისოდ სულიერი ძალები; ან არ აკეთებს იმას, რაც საჭირო და სასარგებლოა, ანდა აკეთებს, მაგრამ ისე არა, როგორც საჭიროა, ან სრულებით ვერ ამჩნევს, თუ როგორ ეპარება მის კეთილ საქმეს მტერი და უნერგავს პატივმოყვარეობას, ანგარებას და თავის თავზე დიდ წარმოდგენას.
სულიერი განსჯის გარეშე ყოველგვარი კეთილი

თუ განსჯის საგანზე შევაჩერებთ გონებას და მოვახერხებთ აზრების ერთ ფოკუსში თავმოყრას, თუ შევძლებთ გარეშე, მეორეხარისხოვანი ფიქრებისა და ცუდი ზრახვებისაგან თავის დაღწევას, მოვიპოვებთ დიდ წარმატებებს და გამოვიმუშავებთ უნარს მობილიზებული, ღრმა და სწრაფი აზროვნებისა. თუ განსჯის საგანზე შევაჩერებთ გონებას და

image
image თემა: განსჯა
ავტორი: ილია II

ადამიანები ყველაფერს ერთიანად ან აქებენ, ან კიცხავენ. თუმცა ბუნება ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს მათ, რომ შეფასებებსა და დასკვნებში წინდახედულნი და ზომიერნი იყვნენ. ყველაფერი ოქრო როდია, რაც ბრწყინავს და ყველაფერი, რაც შავია, ნახშირი არ არის. ადამიანები ყველაფერს ერთიანად ან აქებენ

ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა, თუ თავით თვისით ნავარჯიშები არ არის, თუ მის პატრონს დაბადებითვე ნათხოვრებით გამოუზრდია – "ვერ მოგართვის" მეტს ვერას ეტყვის გაფითრებულს პატრონსა. ეგრე უნუგეშოდ გამოსტუმრებული ტვინის პატრონი თუმცა სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, მაგრამ დიდის ხნობით კი არა. ტვინის სადგურში ერთი მივარდნილი კუნჭულია, საცა ერთი ბრმა – ნიჭი ადამიანისა ბინადრობს, ის ნიჭი ტვირთთა-მზიდველ სახედარსავით ყოველთვის მორჩილია, ქვევრის თვისება აქვს, რაც ერთხელ ჩაგიძახნია, იმას ყოველთვის ამოიძახებს და სახელად ჰქვიან მეხსიერება. აი ეს ბატონი მეხსიერება მიეშველება ხოლმე ტვინისაგან განუკითხველს მწერალსა და გზას უჩვენებს ვაი-ვაგლახიდამ დასახსნელს, მაშინ დაიძვრის ხოლმე მეხსიერების სიღრმიდამ ყოველივე ნაგავი, რაც გაზეპირების ქარს და წაღმა-უკუღმად წიგნის კითხვას ოდესმე მოუბუქავს, ენაზედ მოაყენებს ყოველს – გონებაში ჩარჩენილს უთავბოლო ფრაზებს, იმას კი არა ფიქრობს, რომ იმას გულის ფრიალის წამალს სთხოვენ და ის კი ტვინ-დათხეულსავით იძახის: მწყურვალის წამალი წყალიაო. ტვინი თუ ნაჩვევი არ არის თვითმსჯელობასა

image
image თემა: განსჯა
ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია

თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო – აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, - ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი. თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება

image
image თემა: განსჯა
ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია

შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა – კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში "ჰო"-საცა და "არა"-საც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული. შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან

image
image თემა: განსჯა
ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია

თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. იგი "ჰოს" სათქმელსაც და "არას" სათქმელსაც ერთნაირის სიფრთხილით, ერთნაირის აწონ-დაწონვით ეპყრობა. იგი იმითაა ღირსეული, რომ "ჰოს" საბუთსაც ისეთისავე გულმოდგინებით იძიებს, როგორც "არას" საბუთსა, რადგანაც სახელში მარტო მართალი აქვს და სხვა არარა. ამისთანა კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი: თუნდ რომ "ჰოს" გზით შეუდგეს თავის საქმეს, თუნდ "არას" გზით, ორმავე გზამ მართალთან უნდა მიიყვანოს, ამიტომაც კრიტიკა ერთს გზასაცა ჰხმარობს და მეორესაც, იმისდა მიხედვით, თუ – რა საქმეში რომელი უფრო უტყუარად და ადვილად აპოვნინებს მართალსა. თვითმსაჯულობა, თვითმხილველობა, გონებრივი

image
image თემა: განსჯა
ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია

მართალია დიდად წარმატებული გონება და გული უნდა ჰქონდეს, რომ კაცი შემძლებელი იყოს თავისი თავი გაითვალისწინოს და თავის-თავს მსაჯულად გაუხდეს პირუთვნელად, იმიტომ რომ იგი ერთსა და იმავე დროს მსაჯულიც უნდა იყოს, მოსარჩლეც, ბრალმდებელიც და ბრალდებულიცა. მართალია დიდად წარმატებული გონება და გული

image
image თემა: განსჯა
ავტორი: წმ. ილია მართალი
წყარო: ილია

განსჯა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2