ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს. თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ

ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს. ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას


სიყვარულის გარეშე მონაზონი სულიერად მკვდარია!

გევედრები, შვილო, თავი აიძულე გიყვარდეს ძმა. სიყვარულის გარეშე მონაზონი სულიერად მკვდარია. ნუ განიკითხავ, ნუ ილაპარაკებ იმაზე, რაც ზედმეტი, უვარგისი, ზიანის მომტანი და მონაზვნებისთვის შეუფერებელია. გევედრები, შვილო, თავი აიძულე გიყვარდეს ძმა.

შვილო, დაიცავი პირი, რომ გულიც წმინდად დაიცვა. სუფთა გულში უფალი მოდის და იქ მკვიდრდება. მაშინ გული ღვთის ტაძრად იქცევა, ანგელოზებს კი უხარიათ იქ დავანება! შვილო, დაიცავი პირი, რომ გულიც წმინდად


უქმადმეტყველება ცრემლს დაგვიშრობს

მოიძულე უქმადმეტყველება, როგორც ყინვისა და გვალვის მშობელი, რადგან ის თვალში ცრემლს დაგვიშრობს და სულს დაგვიჭკნობს. მოიძულე უქმადმეტყველება, როგორც ყინვისა და

როცა ვინმე დუმს, მას ლოცვისა და გონების მოკრების დრო და საშუალება ეძლევა, ხოლო როცა უყურადღებოდ ატარებს საათებს, ლოცვისთვის დრო აღარ რჩება, დაუდევარი საუბრები კი სხვადასხვა ცოდვას შეჰმატებს. ამიტომ უწოდეს წმინდა მამებმა მდუმარებას სათნოებათა მწვერვალი, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის სულში რაიმე სხვა სათნოება დამკვიდრდეს. როცა ვინმე დუმს, მას ლოცვისა და გონების

ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოერიდეთ უქმ სიტყვებს, რადგან ისინი აუძლურებენ და ბრძოლის უნარს უკარგავენ სულს. ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოერიდეთ უქმ

თუ გსურთ, რომ თქვენმა ლოცვამ ცრემლისა და მადლის საშუალებით ღვთის წინაშე კადნიერება შეიძინოს, მოერიდეთ უქმ სიტყვებსა და სიცილს. თუ გსურთ, რომ თქვენმა ლოცვამ ცრემლისა და

ვერ ვცხონდებით, თუკი ცხოვრების დღეებს უქმადმეტყველებაში გავატარებთ, ან დაუდევრად ვიცხოვრებთ. ვერ ვცხონდებით, თუკი ცხოვრების დღეებს

დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი განა შეძლებს თავი დააღწიოს უქმადმეტყველებას, რომელიც შობს სულის დამამძიმებელ ბოროტ სიტყვებს? თითოეულ ასეთ სიტყვაზე ადამიანი პასუხს აგებს. დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი

ამაოდმეტყველება, უქმადმეტყველება

2