სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები

სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები სიმამაცე, სიმხნევე, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს, არამედ ღვთის მტკიცე რწმენით აღიჭურვე, რადგან უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს არ დაუშვებს ჩვენზე. ძალიან გთხოვ, ნუ დაკარგავ სულიერ სიმხნევეს

სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა განსაცდელები გარს შემოგერტყმებათ, არამედ კეთილი აზრებით აენთეთ და გაიხსენეთ უფლის სხვადასხვა გამონათქვამი. ეს გონებას გაგინათებთ და მიხვდებით, თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველ განსაცდელს. სულის სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, როცა


მირჩევნია ღვთის სადიდებლად ბრძოლაში მოვკვდე, ვიდრე...

დიდი ბოროტებაა, როცა მეომარი ბრძოლაში სიმხნევეს კარგავს, რადგან მტერი მაშინვე გაშმაგებით ესხმის თავს, რომ დაამარცხოს. ამიტომ, შვილო, გამხნევდი და იმედს ნუ დაკარგავ, თქვი: „მირჩევნია ღვთის სადიდებლად ბრძოლაში მოვკვდე, ვიდრე ეშმაკთან ბრძოლა მივატოვო და ამით ღმერთი დავამწუხრო“. დიდი ბოროტებაა, როცა მეომარი ბრძოლაში

ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს. ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ


ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს!

მოთმინება იქონიეთ, შვილებო. ბრძოლაში სიმხნევეს ნუ დაკარგავთ, განსაცდელების სიმძიმისგან მუხლი ნუ მოგეკვეთებათ, რადგან ჩვენი სახიერი ღმერთი არ დაუშვებს ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს. მოთმინება იქონიეთ, შვილებო. ბრძოლაში

იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირსები, უფალმა ღვთის განგების იარაღად გაქციათ იმ რჩეული სულების ხსნისთვის, რომლებისთვისაც ქრისტე მოკვდა. იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და

ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ მოსწონს, როცა ადამიანი სულიერად ხარობს, მის გასამწარებლად და მოსაწამლად ყველა ღონეს ხმარობს. ეს არის მისი სიხარული და მონაგები. მაგრამ ჩვენ სულიერი საშუალებებით უნდა ვეცადოთ თავი გავიმხნევოთ, ვინუგეშოთ და შევეწინააღმდეგოთ ეშმაკის მრავალგვარ მანქანებას. ეშმაკი, რომელსაც სიძულვილისა და შურის გამო არ

მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ. მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ

ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს. გამართლებ, როგორც ახალბედა მებრძოლს, მაგრამ თან გწვრთნი, რომ ეშმაკის მიერ აღძრულ ჭექა-ქუხილსა და ქარიშხლებს სძლიო. ნუ დაკარგავ სიმხნევესა და სიმამაცეს.

ნუ გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ მრავალი აღმართი გვაქვს ასავლელი, ამიტომ ძალიან გვჭირდება მოთმინება და სიმამაცე. ნუ გეშინიათ, რადგან ჯერ კიდევ მრავალი აღმართი

სიმამაცე, სიმხნევე, გამონათქვამები, ციტატები

2