სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას. თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება

მათ, ვინც აქ 10-15 წუთით შემთხვევით შემოდის და არაფერი იცის ღვთის, მარადიული ცხოვრებისა და უკვდავი სულის შესახებ, იზიდავს უჩვეულო გარემო, ღვთისმსახურების მშვენიერება, საეკლესიო გალობა. ხოლო ის, ვინც დიდი რწმენითა და ღვთაებრივი სიყვარულითაა გამთბარი, შეიგრძნობს გაცილებით სიღრმისეულსა და არსებითს, ვიდრე უბრალო ესთეტიკური სიამოვნებაა. მათ, ვინც აქ 10-15 წუთით შემთხვევით შემოდის

ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ. 14, 23). ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა


როგორ ვიცხოვროთ, რომ მოვიპოვოთ ბედნიერება?

რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? - ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22, 37–39), ანდა „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მთ. 7, 12).
მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა. ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა. რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი

ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან; ზოგნი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არიან დაჯილდოებულნი. სხვანი, თუმც ცდილობენ იწამონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან ან არ, ან ვერ მისდევენ მაცხოვრის ხმას. ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების

უფალი მხოლოდ გულსა გვთხოვს, რათა იქ დაივანოს და სულიერად განგვაცისკროვნოს. უფალი მხოლოდ გულსა გვთხოვს, რათა იქ დაივანოს

ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული, როგორც განუყოფელია იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში


სიყვარული როგორ შეიძლება გამოვლინდეს?

სიყვარულია, რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
- ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა“ (მთ. 25, 35–36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფლობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს. სიყვარულია, რისი აღსრულებაც ამქვეყნად


ამგვარი სიყვარულით უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე

ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა: შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით. ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება, მაგალითად, შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.
ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს. ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა: შენ ვერ

წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის ამ სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 37). წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2