ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები

ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას. მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ჩვენში არასოდეს ქრება ღვთის ხატება!

მადლობა ღმერთს, უფალი მოწყალეა და სასოებას არ გვიკარგავს. ადამიანი ხომ ცოდვილია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ცოდვის მორევში დანთქმულიც კი არ კარგავს იმედს გამოსწორებისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენში არასოდეს ქრება ღვთის ხატება. მადლობა ღმერთს, უფალი მოწყალეა და სასოებას არ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია ადამიანი არ არის ცალკე არც სული და სხეული

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო. ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი. ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა სხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმის შეგნებას, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახლში, რომლის სახელიც დედამიწაა და მთავარი საუნჯე ამ დედამიწაზე ადამიანია. სახელმწიფოთა შორის კულტურულმა, პოლიტიკურმა თუ

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა, მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად. ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კაცობრიობა, მოწოდებული ერთიანობის, ურთიერთგაგებისა და ღვთის ხატად ქცევისთვის. გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ეკლესიის დიდი მამა გრიგოლ ნოსელი ღვთის ხატებას ჩვენში სარკის ანარეკლს ადარებდა. სარკე შეიძლება გატყდეს ან დაიორთქლოს, დაედოს მტვერი ან ჭუჭყი. სარკე შეიძლება იყოს შებრუნებული ისე, რომ არ ასახოს ის, რის დანახვაც გვინდა. მსგავსად ამისა, ადამიანმაც შეიძლება დაკარგოს ხატება ღვთისა, აღარ იყოს მისი ანარეკლი, მაგრამ ღვთის ხატის აღდგენის უნარი ყოველთვის რჩება მასში. ეკლესიის დიდი მამა გრიგოლ ნოსელი ღვთის

image
image თემა: ადამიანი
ავტორი: ილია II

ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები

2