სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები
სასოწარკვეთილება, უიმედობა - ციტატები, გამონათქვამები სასოწარკვეთილება, უიმედობა, გამონათქვამები
ლოცვა ორპირი მახვილია, რომელიც მოაკვდინებს სასოწარკვეთილებას, საფრთხესა და მწუხარებას. ლოცვა ყველა სულიერი და ფიზიკური სნეულების საწინააღმდეგო წამალია.
შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი განსაცდელი, რომელიც თავს გვატყდება და გვაფორიაქებს, სასარგებლო წამალია.
შვილო, ვინაიდან ეშმაკს ვებრძვით, უეჭველია, გულისსიტყვებიც გვექნება და რადგან ჩვენში ძველი ადამიანი ცოცხლობს, არაჯანსაღი გამოვლინებებიც გვაქვს! მაგრამ ავადმყოფს მოთმინება სჭირდება და არა სასოწარკვეთა. შენ რატომ დაკარგე იმედი, შვილო... იხილეთ სრულად
ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და ქარიშხალი დაცხრება. სასოწარკვეთილება ნუ მოგიცავთ; ღვთისა და ღვთისმშობლის იმედი გქონდეთ.
თითოეული ადამიანი შრომის მიხედვით მოიმკის. ღვთისთვის ვიშრომოთ. ვინც ღვთისგან სასყიდელს ველით, არ უნდა მივეცეთ მწუხარებას და სასოწარკვეთილებას.