სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი დადგენილია სამოთხეში მოქმედებისათვის, მისი დაცვისათვის, რაც ბოროტისაგან საკუთარი სულის დაცვას ნიშნავს და გულისხმობს ღვთის სიყვარულს, შრომის სურვილს, შემეცნების უნარს და, რა თქმა უნდა, ზნეობრივ ცხოვრებას.
სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია - სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში - სიდიადე; მოყვასის მსახურებაში - სიხარული; გაცემაში - შეძენა და დათმენაში - გამარჯვება
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს, „კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა“. იგი ან კერპთმსახურია, ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია, ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავ... იხილეთ სრულად
სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი: Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ. ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლ... იხილეთ სრულად
წმ. ამბროსი ოპტინელი, წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და, ამასთან, აღნ... იხილეთ სრულად
რა საერთო აქვს სიკეთეს ბოროტებასთან, რატომ ებრძვის უკეთურება სათნოებას? იმიტომ, რომ ბოროტება ყველასათვის თვალსაჩინო, ხილული ხდება და ეშინია, არ ამხილონ, არ უარყონ იგი.
პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.
ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვისებების შეძენა, რაც აუცილებელია ჩვენი უკვდავი სულისათვის.