აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
გულის ნიადაგი იმის შესაბამისად გამოიღებს ნაყოფს, როგორც დავამუშავებთ მას ლოცვით, მოვრწყავთ ცრემლით და ამოვძირკვავთ გულისსიტყვებს.
აუცილებელია განიწმინდოს გული, რომ მისგან გონებაც განათლდეს სუფთა გულისსიტყვებით, რომლებიც მასში ზეციდან აირეკლება.
შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს.
ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღვთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
სიფხიზლით შრომამ მღვიძარე მამები საზრუნავისგან გაათავისუფლა, რადგან დაინახეს, რომ მრავალ საქმეზე ზრუნვა სერიოზული დაბრკოლებაა მღვიძარების გზით სვლაში. საზრუნავი გულისსიტყვებს წარმოქმნის, გულისსიტყვების გამო კი გონების ყურადღება სწ... იხილეთ სრულად