768. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებთან საცხოვრებელში ხშირად მიდიოდა, ერთხელ დააგვიანა მისვლა. როდესაც აბბამ მას მხიარული სახით უთხრა: „გზა ხომ იცოდიო“, მან უპასუხა: „აბბა! თქვენ რომ ჩემთვის გელოცათ, არ დავაგვიანებდი მოსვლას . მაგრამ გთხვ, ამის შესახებ ბერს ვუთხრათ“. გაიგო რა ეს, ბერმა უპასუხა:
იხილეთ სრულად
768. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებთან საცხოვრებელში ხშირად მიდიოდა, ერთხელ დააგვიანა მისვლა. როდესაც აბბამ მას მხიარული სახით უთხრა: „გზა ხომ იცოდიო“, მან უპასუხა: „აბბა! თქვენ რომ ჩემთვის გელოცათ, არ დავაგვიანებდი მოსვლას . მაგრამ გთხვ, ამის შესახებ ბერს ვუთხრათ“. გაიგო რა ეს, ბერმა უპასუხა:
link
ახალგაზრდობაში გულმოდგინება მოხუცებულობის ჟამს პატივს მოგიტანს
მცირე თანხას ღვთის წინაშე მადლმოსილი გულმოდგინება ფასდაუდებელს ხდის
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე...
იხილეთ სრულად
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრება და ამაო იქნება მისი შრომა. ხოლო ღვთის შეწევნას სჭირდება გულმოდგინე ვედრება ჩვენი და ღმერთზე მინდობა. თუ დაუდევრად ვილოცებთ, როგორ მოგვხედავს ღმერთი? ან თუ ვილოცებთ დაზარებით, უგულოდ, ანდა მოვიწყენთ ლოცვისას, ვერაფერს ...
link
უშრომლად - განათლებას, ანდა რაიმე ხელოვნებას ფულით ვერ იყიდი; ასევე, შეუძლებელია სათნოების ჩვევათა მოხვეჭა - გულმოდგინების გარეშე
როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს.
როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც – ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს.
759. რა სიკეთეს შეგვძენს გულმოდგინება?
ყოველივე უბრალო სოფლიურ საქმეს თუ აასრულებ გულმოდგინედ, იქნება მადლიანი და სათნო ღვთისა: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. 3.23). ყოველი საქმე დიდი ანუ მცირე, რომელსა იქმ, ღვ...
იხილეთ სრულად
ყოველივე უბრალო სოფლიურ საქმეს თუ აასრულებ გულმოდგინედ, იქნება მადლიანი და სათნო ღვთისა: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა (კოლ. 3.23). ყოველი საქმე დიდი ანუ მცირე, რომელსა იქმ, ღვთისმსახურება იქნება, თუ კეთილი გულით იქმ და ღვთის სასოებით.
link
ყოველი გონიერი ქრისტიანე კაცი უნდა ასრულებდეს სარწმუნოდ, ესე იგი ბეჯითად და პატიოსნად, არა თუ მხოლოდ დიდ–დიდთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, არამედ ყოველთა მცირეთაცა თვისთა საქმეთა და ვალდებულებათა. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი ა...
იხილეთ სრულად
ყოველი გონიერი ქრისტიანე კაცი უნდა ასრულებდეს სარწმუნოდ, ესე იგი ბეჯითად და პატიოსნად, არა თუ მხოლოდ დიდ–დიდთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, არამედ ყოველთა მცირეთაცა თვისთა საქმეთა და ვალდებულებათა. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე თვისსა მცირესა საქმესა; ყოველ წამს იგი ასრულებს რომელსამე წვრილსა მოვალეობასა, და თუ კეთილად და სარწმუნოდ ასრულებს, იგი მიეჩვევა სისწორესა და ბეჯითობასა; გარნა თუ მცირეთა საქმეთა შინა კაცი მეჩვია სიცრუეს...
link