მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუ...
იხილეთ სრულად
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუსტე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სინამდვილის მოსმენით გაოგნებულს ეჭვი აღარაფერში ეპარება და მზადაა მკითხავის ნებისმიერი რჩევა გაითვალისწინოს.
link
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწ...
იხილეთ სრულად
მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა.
link
ზოგიერთი ისე კადნიერდება, რომ შელოცვა-მჩხიბავობის დროს უხმობენ ღვთისმშობელს, წმიდანებს და პირჯვარს ისახავენ, მაგრამ მათ უნდა გავურბოდეთ.
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უ...
იხილეთ სრულად
ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად მორალურადაც აზარალებენ.
link
დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი ...
იხილეთ სრულად
დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი გუამისაი, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათვის. რამეთუ რაჟამს კაცი დ...
link
979. რა არის სპირიტიზმი?
იხილეთ სრულად
თავად სიტყვა „შპირიტუს“ აღნიშნავს, რომ ეს არის სწავლება ადამიანთა ურთიერთობის შესახებ სულთა სამყაროსთან, რომლის ქვეშ, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა ნათლის ანგელოზები, არამედ ბოროტი სულები. წმ. პავლე მოციქული წერს: „გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი–იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებული იყავნ“ (გალ. 1,8). მოციქული ამ სიტყვებს ნათლის ანგელოზთა შესახებ კი არ ამბობს, რადგანაც შეუძლებელია, მათ სახარებისა და მოციქულთა სწავლების საწი...
link
523. როგორ ამხელენ წმ. მამები მათ, რომლებიც მკითხავებთან დადიან?
იხილეთ სრულად
მარჩიელობა არის ეშმაკის მოციქულობა; ეს მისნობა წარმოებს უკეთური, ბოროტი სულის მოძღვრებით, ასე რომ, ამისთანა მარჩიელთა მუცელში ცხოვრობს ეშმაკი და ამ კაცის პირიდან აღმოიტყვის შენი საქმე, რომლით შენ დაგარწმუნებს და გაგხდის მის თაყვანისმცემლად. მღვდელს არა აქვს ნება მარჩიელი ხელზე იმთხვიოს, ეკლესიაში შეუშვას, აზიაროს, ანუ რაიმე საღვთო მოქმედება მას აღუსრულოს, სანამ არ მიატოვებს ეშმაკის მოციქულობას. ეკლესიისგან ასეთ შეჩვენებულ კაცთან შენ, პატიოსანი კა...
link
ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცო...
იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძენული. ზოგი იტყვის: „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?“ ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდ...
link
სცოდავენ გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი...
იხილეთ სრულად
სცოდავენ გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი ცოდვილები არიან, მწარე ცრემლით უნდა შეინანონ უფლის წინაშე. გრძნეულებაში მონაწილე პირს ეკლესია, მკვლელების თანაბრად, განაყენებს ოცი წლით, ხოლო გულგაქვავებულებსა და მოუნანიებლებს კი სრულიად განაგდებს. იმით ნუ დაიმშვიდებთ ...
link
მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყ...
იხილეთ სრულად
მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყუებენ მკითხავები მოკლე ჭკუის კაცთა. ბევრი გამიგონია მე მათგან წახდენილი კაცი და ბევრი ავადმყოფი მათითა უმეცრებითა მომკვდარიყოს.
link