ჯანმრთელობა - ციტატები, გამონათქვამები
ჯანმრთელობა - ციტატები, გამონათქვამები ჯანმრთელობა, გამონათქვამები, ციტატები
529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი? იხილეთ სრულად
522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?
515. მითხარი, ჩემო მამაო, დავუთმო თუ არა სხეულს, როცა ის უძლურების შესაფერის საჭმელს მთხოვს; და შეიძლება თუ არა ჩვეულებრივზე ადრე საჭმლის ჭამა? თუ პირიქით, ყველაფერი ეს არად ჩავაგდო, მოვიძულო და რომც გამიჭირდეს, მაინც ჩვეულებრივი რეჟიმი დავიცვა? იხილეთ სრულად
505. დიდი ბერისაგან კვლავ მას, რომელმაც იკითხა, უნდა ესარგებლა თუ არა მკურნალობით
ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება - ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.
სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს.
შეიძლება უფალს შევევედროთ ჩვენი განკურნება მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ აღდგენილ ჯანმრთელობას და ძალებს უფლის საქმეს და არა ამაოებასა და ცოდვებს მოვახმართ.
მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული სხეულს აღემატება.
ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.
გიყვარდეს შრომა. თუ ის თავის სარჩენად არ გესაჭიროება, შესაძლოა, საჭიროა - როგორც წამალი. შრომა სხეულის ჯანმრთელობა და სულის სარგებელია.