უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისათვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ ხორცს – უდროო დროს დაჯდომით, კედელზე ...
იხილეთ სრულად
უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისათვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ ხორცს – უდროო დროს დაჯდომით, კედელზე მიყუდებით და ა.შ. ისინი შთააგონებენ ზიზღს და უკადრობას ყოველივეს მიმართ ან მოჰგვრიან ადამიანს სხვა ადამიანთა შიშს (ან რაიმე გაურკვევლისას).
link
826. შეიძლება თუ არა ლოცვისას ოცნებით წარმოვიდგინოთ ის სურათები, რაც საღმრთო წერილში აღმოგვიკითხავს?
21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მ...
იხილეთ სრულად
21. გულისზრახვებისგან განწმენდილი ლოცვის არმქონეს არა აქვს საჭურველი ბრძოლისთვის, ვამბობ კი ისეთ ლოცვას, რაც სულის შეუვალთა შიგნით (ყველაზე შინაგან, ყველაზე დაფარულ ნაწილში) იმოქმედება, რათა ქრისტეს მოხმობის გზით ფარულად მბრძოლი მტერი გამათრახდეს და დაიწვას.
link
174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილ...
იხილეთ სრულად
174. თუკი ოდესმე ჰპოვებ წმინდა ლოცვის ზღუდემოვლებულ ადგილს, ნუ შეიწყარებ მტრის მიერ სწორედ ამ დროს აღძრულ ცოდნას საგანთა შესახებ, რომ არ დაკარგო უფრო მეტი, რადგან უმჯობესია, რომ ლოცვის ისრებით განგმირო მტერი, სადღაც ქვევით ჩაკეტილი, ვინემ თანაშეეზრახო მას, რომელიც გთავაზობს რაღაც უბადრუკს და იმას ცდილობს, რომ შეგაწყვეტინოს სწორედ მის წინააღმდეგ ლოცვა–ვედრების აღვლენა.
link
26. გვმართებს, რომ ლოცვის ჟამს ღვთისმსახურებითი სიტყვისგებით განვდევნოთ გულისგან ფიქრის შემოტევა, რათა არ მოხდეს ისე, რომ ბაგეებით ღმერთს ვეზრახვოდეთ, გულით კი უღირსს განვიზრახავდეთ, რადგან არ შეიწყნარებს ღმერთი მემყუდროისგან ამღვ...
იხილეთ სრულად
26. გვმართებს, რომ ლოცვის ჟამს ღვთისმსახურებითი სიტყვისგებით განვდევნოთ გულისგან ფიქრის შემოტევა, რათა არ მოხდეს ისე, რომ ბაგეებით ღმერთს ვეზრახვოდეთ, გულით კი უღირსს განვიზრახავდეთ, რადგან არ შეიწყნარებს ღმერთი მემყუდროისგან ამღვრეულ და უგულისყურო ლოცვას. წერილიც ხომ ყველგან იმას სწამებს, რომ დავიცვათ სულის გრძნობითი ორგანოები, რადგან თუ მონაზონის ნება ღვთის რჯულს დაემორჩილება და გონებაც ღვთის რჯულითვე უწინამძღვრებს მის ქვეშევრდომებს, - ესე იგი,...
link
თუ ისწრაფი, რომ მხოლოდ "ლოცვით" მოიპოვო ღმერთი, ერთხელაც კი არ ჩაისუნთქო ღმერთის გარეშე. ოღონდ იცოდე, წარმოდგენები არ მიიღო. რადგან ღმერთი უსახოა, წარმოუდგენელი, უფერო: იგი ზესრულია. ვერ ითმენს განსჯას. იგი მსუბუქ ქროლვასვით მოქმე...
იხილეთ სრულად
თუ ისწრაფი, რომ მხოლოდ "ლოცვით" მოიპოვო ღმერთი, ერთხელაც კი არ ჩაისუნთქო ღმერთის გარეშე. ოღონდ იცოდე, წარმოდგენები არ მიიღო. რადგან ღმერთი უსახოა, წარმოუდგენელი, უფერო: იგი ზესრულია. ვერ ითმენს განსჯას. იგი მსუბუქ ქროლვასვით მოქმედებს ჩვენს გონებაში
link