მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა.
წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
შურისა და შიშის გამო მას სდევნიდნენ და იგი - ღმერთი - განერიდებოდა ხოლმე მოძულეთ, უარყოფდნენ და არ განიკითხავდა, ღალატობდნენ და შეუნდობდა, გვემდნენ და უდრტვინველად იტანდა...
ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა - ანარქიამდე, დათმენა - ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა - სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი - ზნეობის დაცემამდე.
გახსოვდეს: უჯვრო გზა იოლი, ანუ ფართო გზაა, რომლითაც ცოდვილნი ვლიან და რომელიც მხოლოდ მარადიულ სატანჯველს განუმზადებს კაცს. თუმც მარტო ცხოვრების სიმძიმის დათმენაც არ არის საკმარისი, აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე იყოს "დაფარულ... ქრის... იხილეთ სრულად
თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.
თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავ. 14,29). მოთმინებ... იხილეთ სრულად
დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინ... იხილეთ სრულად
თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.