წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელში ცხოვრების მიზანი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელში ცხოვრების მიზანი, გამონათქვამები
დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა! იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“. როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტეს... იხილეთ სრულად
ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის იგი, რისთვისაა მოწოდებული, საით მიდის, რისკენ ისწრაფვის? ჩვენი ცხოვრების მიზანი და გზა შეიძლება იყოს სულიერიც და მიწიერიც.
ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, ჩვენი ქრისტიანი ხალხის ერთგული შვილნი, ვიცხოვროთ და გონიერად მოვიხმაროთ მიწიერი სიკეთე ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სულის წინსვლასა და სრულყოფას.
მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ.
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად "გზა ჭეშმარიტი" აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ჩვენთვის ამქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა.
ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი ... იხილეთ სრულად