ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები
ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ქრისტიანობა, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში
თუ არა ქრისტიანული მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ: თორნიკე ერისთავი, დავით და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თევდორე. მაშასადამე, ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო.
ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა – ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური – მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, - „ღმერთი სიყვარულია“ (ინ. 4, 8). ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავი... იხილეთ სრულად
ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია