ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები
ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ის, რაც საღვთო წერილშია მოთხრობილი, ჩვენს დასარიგებლად დაიწერა, რომ ამის მეშვეობით მაცდუნებელ და დამღუპველ ურჩხულს შევებრძოლოთ.
აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
მატერიალურ სამყაროში შემთხვევითობას ადგილი არა აქვს. მას ასევე არა აქვს ადგილი ადამიანთა მორალურ ცხოვრებაშიც. მთელი ბიბლია წესრიგზე, თანაზომიერებაზე, ჰარმონიაზე, რეალობასა და შექმნილი სამყაროს სიდიადეზე ღაღადებს.
წმინდა წერილი ყველა ერის მიმართ მოწოდებაა, რათა ისრაელის მაგალითზე განისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს, ისრაელი უფალს, როგორც ჩვილი დედის კალთას, ისე იყო მიჯაჭვული. ღმერთის გარეშე მას არც სუნთქვა, არც მეტყველება, არც წერა, არც შრომა და... იხილეთ სრულად
ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას
მოსმენილი ღვთის სიტყვა (მქადაგებლის ბაგიდან ან წაკითხული წმიდა წერილი) მეტად საზიანოდ გადაიქცევა იმისთვის, ვინც ისმენს და მისი მეშვეობით არ გამოსწორდება