დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები
დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები დღესასწაული, გამონათქვამები, ციტატები
დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ, არამედ იმისათვის, რომ განვიწმინდოთ მათგანაც - რაც გვაქვს
თუ სადღესასწაულო დღეებში საყოფაცხოვრებო საქმეები უნდა შეწყვიტო, მაშინ, მითუმეტეს, უნდა განეშორო საქმეებს, რომლებიც სამუშაო დღეებშიც კი დაუშვებელია.
დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია, იდღესასწაულო.
დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც - სხეული სულის გარეშე.
დღესასწაული უქმე როდია, არამედ დღესასწაულია, ე.ი. საამო ზეიმი სულისა - ღვთის უდიდეს წყალობათა შესაცნობად.
საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებში იქნა მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება და საჭიროა, მოაგროვო სიბრძნის სულიერი საუნჯე - ჭვრეტითი და საქმიანი ისევე უხვად, როგორც - არასადღესასწაულო დღეებში.
უფალმა ექვსი დღე გამოგიყო შენი საქმეებისა და სამუშაოსათვის, თავისთვის კი მხოლოდ ერთი - მეშვიდე დაიტოვა (გამოსვ. 20, 9-10).
ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით). კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს.