მშობლები - ციტატები, გამონათქვამები
მშობლები - ციტატები, გამონათქვამები მშობლები, გამონათქვამები, ციტატები
ოჯახი რომ იშლება, ეს ნანგრევებია, რომლის ქვეშაც ბავშვი უნდა მოჰყვეს.
როცა სახლი ფიზიკურად ინგრევა, ეს ტკივილი უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ტკივილი, რასაც ბავშვი მშობლების კონფლიქტის დროს განიცდის
თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა.
მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ან პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა.
გამოასწორე!
იცით, რომ მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერად მოქმედებს. მაშინაც კი, როცა მშობლები კი არ წყევლიან, მხოლოდ აღშფოთდებიან და წყრებიან შვილებზე, შემდეგ ამ უკანასკნელთ ერთი ნათელი დღე აღარ აქვთ ხოლმე, მთელი მათი ცხოვრება... იხილეთ სრულად
თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე, ნურაფერს სთხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნო... იხილეთ სრულად
ნუ ისირცხვილებთ თუ მშობლებისაგან რაიმე ნაკლოვანება დაგყვათ, მაგრამ ნურც მემკვიდრეობითი სათნოებებით იამაყებთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ იმას შეგვეკითხება, თუ როგორ იმუშავა თითოეულმა ჩვენგანმა თავის ძველ კაცზე.
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში; ვინაიდან ესაა სამართალი. პატივი ეცი მამას შენსას და დედას, ასეთია პირველი მცნება აღთქმით: რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყნად. და თქვენ, მამებო, ნუ განარისხ... იხილეთ სრულად