წუთისოფლის სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
"ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არს სოფლისა ამის" (1 იოანე 5, 4); ვინც ამ სოფლის მეგობარია, იგი ღვთის მტერია.
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს ეწყინება კიდეც, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი... იხილეთ სრულად
უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა, მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
ნათლისღება, ეკლესიაში სიარული და ზიარება სასუფეველში შესასვლელად აუცილებელია, მაგრამ შეიძლება კაცმა ეს ყოველივე აღასრულოს და სასუფევლის მოქალაქე მაინც ვერ გახდეს, თუ მისი გული ცოდვის მორჩილი იქნება, ანუ თუ მას ღმერთზე მეტად სოფელი... იხილეთ სრულად
ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების მიხედვით მოძრაობს: მსუბუქები სიმაღლეზე ადიან. მძიმეები კი მიწისკენ მიიზიდებიან. გონიერ ქმნილებებში ეს მიდრეკილება სიყვარულია და ისინი იქეთ მიისწრაფიან, საითაც მათ გულში არსებული ეს ვნება ი... იხილეთ სრულად
ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენთაგანმა ... იხილეთ სრულად
როგორც ორ სულს არ ძალუძს ერთი სხეულის განსულიერება, ასევე ორ - ღვთისა და ამასოფლისადმი სიყვარულს - არ შეუძლია ერთი სულის განსულიერება.
მეძავნო და მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამქვეყნის სიყვარული მტრობაა ღმრთისა;
ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღმრთის მტრად იქცევა.
თ. 3-5