რელიგია და მეცნიერება - ციტატები, გამონათქვამები
რელიგია და მეცნიერება - ციტატები, გამონათქვამები რელიგია და მეცნიერება, გამონათქვამები
დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს, როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელი... იხილეთ სრულად
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელ... იხილეთ სრულად
ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: „მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად“.
მეცნიერებაცა და რელიგიაც საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას.
მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლის გარეშე იგივეა, რაც - მთვარის შუქი მზის გარეშე, ცივი და უსიცოცხლო შუქი, უცხო და ნასესხები შუქი; იგი მხოლოდ სულის ზედაპირზე გადასრიალდება, როგორც მთვარის შუქი კლდეზე, ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული რელიგია არ არის სამეცნიერო განათლების წინააღმდეგი. ქრისტიანობა კი არ არის მეცნიერების მტერი, არამედ ადამიანში ცოდნის ნაკლებობა.
ურწმუნოება არ არის ნაყოფი სწავლისა და მეცნიერებისა, არამედ უმეტესად უსწავლელობისა, ანუ ზედაპირი, უსაფუძვლო სწავლისა. არა უსაფუძვლოდ იტყვის ერთი უდიდებულესთა ფილოსოფოსთაგანი, რომ ღრმა მეცნიერება კაცს მიიყვანს ღვთის სარწმუნოებისადმი... იხილეთ სრულად
მართალია, რომ ზოგიერთი სწავლული კაციც უარყოფს ქრისტეს სჯულსა, არის ურწმუნო და წინააღმდეგი სახარებისა; გარნა ესრედი სწავლა არის ცრუ და არა ჭეშმარიტი.
დიდი ჭკუა და ზედმიწევნილი სწავლა არ გააჩენს კაცის გულში სახარების წინააღმდეგობასა, არამედ უმეტესად დაამტკიცებს მას ზედა. ერთი მხოლოდ დაუმწიფარი, მკვახე, ნედლი ჭკუა და უსაფუძვლო, ამღვრეული სწავლა განაშორებს გულსა კაცისასა სახარების... იხილეთ სრულად
ვინ თქვა პირველად, რომ შეჯვარება მავნებელია ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გვარწმუნებდნენ, რომ შეჯვარების ანუ ჰიბრიდიზაციის მეშვეობით საბჭოთა მეცნიერებს გამოჰყავთ ჯიშები: ვაშლისოდენა ალუბლისა და ქლიავისა, ნესვისოდენა ვაშლების... იხილეთ სრულად