ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი სხვა ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებსა ზედა; ეკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა სოფლის საგანთა, ეკლესია არ გაერე...
იხილეთ სრულად
ათასი სხვა სწავლა აქვს და ათასი სხვა ჰაზრი კაცსა სხვათა და სხვათა საგნებსა ზედა; ეკლესია არ შეეხება მათ. რაც გინდა იფიქრო და ასწავლო შენ ბუნებასა ზედა, ანუ საზოგადოების წყობილებასა ზედა, ანუ სხვათა სოფლის საგანთა, ეკლესია არ გაერევა ამაში, სრულს თავისუფლებას გაძლევს შენ; გარნა შესახებ საღმრთო სჯულის სწავლისა ეკლესია ვერ მოითმენს, რომ განასხვაო იგი, მისთვის რომელ იგი არ არის მოგონებული შენგან, ანუ ჩემგან; გუშინ ანუ გუშინწინ არ არის გამოცხადებული, ...
link
თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში...
იხილეთ სრულად
თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, აქედან გამოდის, რომ საღვთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში და მორიდება ექმნება, მაშასადამე იგი დაჰკარგავს კაცობრიობას და ემსგავსება პირუტყვს.
link
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და...
იხილეთ სრულად
ოდეს განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმრთოისა სჯულისა, რომელნი კადნიერად ბედავენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, რომ წმიდამან ეკლესიამან აღამაღოს ხმა თვისი და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ ყოველთა ქრისტეს მოყვარეთა, ხოლო ყოველნი წინააღმდეგნი და განდრეკილნი ზარ-განხადოს საშინელითა ანათემითა. ამას ...
link
წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და ...
იხილეთ სრულად
წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულსა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ესე იგი, უარვყოფთ ...
link
მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მო...
იხილეთ სრულად
მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მოგვცეს ჩვენ სახე, რათა ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას. გარდა ამისა ეს ჰაზრიც დაუმატე: იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვ...
link
რაც წმინდა ეკლესიამ შვიდ მსოფლიო კრებაზე დააწესა, ის უნდა შეასრულო. ვაი მას, ვინც რაიმე მოაკლოს ან დაამატოს ყოველივეს