რჩევის მიღება - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან რჩევასაც არ მიიღებს. თავმდაბალს არა აქვს სხვისი განსწავლის სურვილი, მას თავად სურს სხვისგან მიიღოს რჩევა-დარიგება.
ვინც თავმდაბალი და მგრძნობიარე ადამიანის წინაშე თავს დაიმდაბლებს, დიდ სარგებელს მიიღებს. ხოლო თუ ისეთი ადამიანის წინაშე დამდაბლდები, ვინც არ იცის, თუ რა არის სიმდაბლე, რჩევას კითხავ მას, ან შენს ნაკლოვანებებს მოუყვები, ამით მას კი... იხილეთ სრულად
ვინც რჩევის გარეშე მოძრაობს სულიერ გზაზე, მას გზა ებნევა, უაღრესად იბნევა და უკან რჩება. თუ იგი არ დამდაბლდა და გამოკითხვა არ დაიწყო, თუნდაც დაგვიანებით, მაშინ საეჭვოა საწადელ მიზანს მიაღწიოს. ხოლო ვინც რჩევა-დარიგებას ეძიებს და მ... იხილეთ სრულად
ზრდასრული ადამიანები როცა შეუაცხყოფებსა და მკაცრ შენიშვნებს უკადრისობენ და არ სურთ განიკურნონ, ან ჯილდო მიიღონ (უდანაშაულობის შემთხვევაში), პატარა ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებსაც ნემსების ეშინიათ და ექიმების დაჯერება არ სურთ (ნემ... იხილეთ სრულად
"გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა", - გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან უ... იხილეთ სრულად
აჩვენე, რომ ხალისით იღებ დარიგებას, არაა აუცილებელი სასწრაფოდ უპასუხო, ბუნებამ მოგვცა ორი ყური და მხოლოდ ერთი ენა.
ნუ აყოვნებ კეთილი რჩევისა და სასარგებლო დარიგების მოსმენას, მაგრამ ნუ იჩქარებ, თავად ურჩიო და დაარიგო (ზირ. 5, 13).
843. როდესაც მამები რაღაცას მეუბნებიან და მეჩვენება, რომ არასამართლიანია, ამასთან ურწმუნოებასთან ბრძოლა მეწყება და ყოველთვის ვეწინააღმდეგები ამ აზრს, ვეუბნები რა საკუთარ თავს: ეს უნდა იყოს ისე, როგორც მამები ამბობენ. ეს რწმენის საქმეა თუ ურწმუნოების? იხილეთ სრულად
ღირსი არსენი დიდი ისეთი თავმდაბალი და მორჩილი იყო, საკუთარ გონებას იმდენად არ ემყარებოდა, რომ ყოველთვის ეძიებდა რაიმე ესწავლა, უსწავლელ ადამიანთაგანაც კი. ერთხელ ეს მოსაგრე ეგვიპტიდან ჩამოსულ ერთ ბერს ესაუბრებოდა, რჩევა-დარიგ... იხილეთ სრულად
701. ერთ-ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ფრიად თავშეკავებული იყო და საკუთარ სულზე ზრუნავდა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე ბერს: რა უფრო სასარგებლოა ადამიანისთვის, აკეთოს ის, რაც თავად ეჩვენება სასიკეთოდ, თუ მამებს ჰკითხოს?