
91. დიადი რამაა, როცა არ მიელტვი საგნებს, მაგრამ გაცილებით მეტია, როცა არ გიპყრობს მათი წარმოსახვის ვნება, რამეთუ ბოროტი სულები თავად საგნებზე მეტი გააფთრებით მათ წარმოსწახვათა მეშვეობით გვებრძვიან.
91. დიადი რამაა, როცა არ მიელტვი საგნებს, მაგრამ გაცილებით მეტია, როცა არ გიპყრობს მათი წარმოსახვის ვნება, რამეთუ ბოროტი სულები თავად საგნებზე მეტი გააფთრებით მათ წარმოსწახვათა მეშვეობით გვებრძვიან.
ანგარება, როგორც ქონებასთან, ასევე საკვებთან მიმართებაში, ბოროტებაა, ისევე როგორც თავშეკავებულობა არა მარტო საკვებთან, არამედ ნივთებთან მიმართებაშიც არის სიკეთე.
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებე... იხილეთ სრულად
27. ამქვეყნიურ საგანთაგან ნამდვილად მოწყვეტილი და პირფერობის გარეშე მოყვასის მსახური სწრაფად თავისუფლდება ყოველგვარ ვნებათაგან და ღვთიური სიყვარულისა და ღვთისმჭვრეტელობის თანაზიარი ხდება.
როგორ უნდა მოვეკიდოთ საგნების შეძენასა და დაკარგვას?
რით გამოვიცნოთ საგნის გადამეტებული სიყვარული?
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ,... იხილეთ სრულად
წინ გიდევს ბრძოლა! წინ გიდევს სიმტკიცის გამოჩენა! შეხედე შენი სიყვარულის საგნებს? მთელი გულით ხარ მიჯაჭვული? მაშ, უარყავი ისინი. ამ უარყოფას მოითხოვს შენგან უფალი, სიყვარულის მესაფუძვლე, არა იმისათვის, რომ სიყვარული და საყვარ... იხილეთ სრულად
ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია: ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება.
ნუ მოისურვებ სიკეთეებს, რომელთაც ოდესმე ვეღარ მოიხმარ, მუდმივად ფლობას კი ვერ შეძლებ.