უბედურება - ციტატები, გამონათქვამები
უბედურება - ციტატები, გამონათქვამები უბედურება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი იმედით ცოცხლობსო - უბედურებაში თუ იმედი არ გაქვს, წაწოლილი ხარ და ეგ არის. ვისაც იმედი არა აქვს, მას ცხოვრების მომავალი არა აქვს. იმედი მარტო მომავალში არსებობს
ადამიანი ბედნიერებისთვის იბადება ამქვეყნად და არა - უბედურებისთვის. სიხარულისთვის, და არა - მწუხარებისათვის
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს. ა... იხილეთ სრულად
ბედისწერაშიც კი შეიძლება ბედნიერება იპოვო.
როგორ მიიღებ ამას, რა სულით მიიღებ, იმის მიხედვით ან ბედნიერი იქნები, ან - უბედური
როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ.
ღმერთს სურს, რომ მისმა მეომრებმა და მიმბაძველებმა ღვთის სიყვარულისთვის არაფრად ჩააგდონ ყველაზე დიდი უბედურებაც კი და ამით ნამდვილი სიყვარული აჩვენონ. განსაცდელის დროს გამოჩნდება, თუ რამდენად უყვარს თითოეულ ადამიანს ღმერთი!
უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია... იხილეთ სრულად