პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების ს... იხილეთ სრულად
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
59. როცა სულს ყველა უწმინდური ვნება დაეუფლება, მისგან პატივმოყვარეობის გულისთქმას განდევნის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მას სულში შესვლის საშუალებას აძლევს.
18. ავხორცს უყვარს ფული, რათა მისი მეშვეობით ინეტაროს; პატივმოყვარეს, - რათა სახელი მოიხვეჭოს; ხოლო ურწმუნოს, - რათა დამალოს და შეინახოს იგი, რადგან ან შიმშილის, ან სიბერის, ან ავადმყოფობის, ან დევნის ეშინია და ფულის იმედი უფრო მე... იხილეთ სრულად
17. სიმდიდრის სიყვარულის სამი მიზეზი არსებობს: ავხორცობა, პატივმოყვარეობა და ურწმუნოება. პირველ ორზე უფრო ძლიერი ურწმუნოებაა.
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (... იხილეთ სრულად