ღვთის ყოვლისშემძლეობა - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ყოვლისშემძლეობა - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ყოვლისშემძლეობა, გამონათქვამები
თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებს ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს. იხილეთ სრულად
უფლისთვის ყველაფერი შესაძლებელია: შენთვის კი ყოველივე შეუძლებელია უფლის გარეშე; მაგრამ შენთვისაც "ყოველივე შესაძლებელ არს", თუ მორწმუნე ხარ (მარკ. 9, 23).
სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს. მაგრამ - ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მათი შემოქმედი არის არა ბუნება, არა - ბუნების კანონები, არამედ - შემოქმედი ბუნებისა და მისი კანონების მიზეზი? თუმცა ხანდახან - თავისი მონების მეშვეობით.
განა ადამიანური შემეცნების საზღვრები უნდა იყოს ღვთის ყოვლისშემძლეობის ზღვარი?
ღმერთისთვის ისიც კი შესაძლებელია, რაც ჩვენს წარმოდგენაში შეუძლებლად გვეჩვენება
ღმერთისთვის უფრო ადვილია ახალი მზის აგიზგიზება ზეცაში, ვიდრე ჩვენთვის - სანთლის დანთება