თუ უფალი არ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს და სთხოვ, მაინც დარწმუნებული იყავი, რომ იგი გიმზადებს და უდავოდ მოგცემს რაღაც უკეთესს, შენთვის უფრო სასარგებლოს.
თუ უფალი არ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს და სთხოვ, მაინც დარწმუნებული იყავი, რომ იგი გიმზადებს და უდავოდ მოგცემს რაღაც უკეთესს, შენთვის უფრო სასარგებლოს.
უფალს ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, და თუ ზოგჯერ ჩვენი სურვილისამებრ არ აღასრულებს, მაინც ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ იქმს.
უფალს ის კი არ უნდა ვთხოვოთ, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის, რაც მას სურს; ეს ყველაზე უტყუარი საშუალებაა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მივიღოთ.
ნუ ილოცებ, რომ მოგენიჭოს, რაც შენთვის კარგი გგონია; არამედ ის - რაც ღვთისთვის სათნოა, რამეთუ მან შენზე უკეთ უწყის, რა არის შენთვის სასარგებლო.
როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას.
უფალი ხშირად გვაძლევს მრისხანებით იმას, რაზეც წყალობით უარს გვეუბნება
ზეციური მამა იმდენად გულუხვია მაშინ, როდესაც გვიბოძებს პურს, რამდენადაც მოწყალეა მაშინ, როდესაც არ აძლევს გახურებულ ნახშირს უგუნურ ბავშვს.
"ითხოვთ და ვერ მიიღებთ, - ბრძანებს წმიდა მოციქული, - რამეთუ ბოროტად ითხოვთ". (იაკ. 4, 3). რამეთუ ითხოვთ ბოროტს, საკუთარი თავისთვის დამღუპველს. და ჩვენთვის მადლია, თუ უფალი არ აღასრულებს ჩვენს ასეთ ლოცვებს. თავისი მადლითა და ჩვენს ... იხილეთ სრულად
ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედმნიშვნელოვანს, მითუმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს, მაგალითად, სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება ... იხილეთ სრულად