ერი, სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები
ერი, სახელმწიფო - ციტატები, გამონათქვამები ერი, სახელმწიფო, გამონათქვამები, ციტატები
ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა... აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს და გამომდინარეობდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან.
იდეა უნდა ჰქონდეს ერსაც: მას ცხადად და გარკვეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, საუკუნეთა მანძილზე უპირველესად რას ემსახურა.
მაცხოვნებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურების ჩამოყალიბება.
გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს
როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს.
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების არსებობა კი ქვეყნის წარმატების საწინდარია.