
მცირისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული წარმატება დიდ საქმეებში. "გინდა იყო დიდებული, დაიწყე ყველაზე უმცირესიდან". - ამბობს ნეტარი ავგუსტინე.
მცირისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული წარმატება დიდ საქმეებში. "გინდა იყო დიდებული, დაიწყე ყველაზე უმცირესიდან". - ამბობს ნეტარი ავგუსტინე.
არა ასპარეზის სირთულით იზომება უფლის წინაშე ჩვენი დამსახურება, არამედ - მისდამი სიყვარულისა და ერთგულების საზომით, რითაც ყოველი ჩვენთაგანი ემსახურება მას, სულ ერთია, დიდი იქნება თუ მცირე. - მიწიერი გაგებით.
უფალი ჩვენგან არასდროს მოითხოვს ანგარიშს დიდებულ საქმეებში, არამედ მხოლოდ მცირეზე ერთგულებას ითხოვს.
მცირესა ზედა ერთგულიც მრავალსა ზედა ერთგულებთან ერთად იქნება დადგინებული უფლის სიხარულში.
მცირესა ზედა ერთგულებით მოიხვეჭება მრავალსა ზედა ნდობა
მცირედმნიშვნელოვნად ნუ მიიჩნევ იმასაც კი, რომ მცირესა ზედა ერთგულ იყო (მთ, 25, 21).
თუ ჩვენ უწინდელზე ნაკლებად გვენდობიან და მოგვანდობენ, აღვასრულოთ ის, რაც ჯერ კიდევ ჩვენ გვაკისრია, და მცირეზე ერთგულება, შეიძლება, დაგვიბრუნოს ნდობა, რომლის ამოძირკვა შეუძლებელია, ან ღვთის განგებით საკუთარ თავს მოვუწოდოთ უკეთ მოაწ... იხილეთ სრულად