ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, მას უდიდესი ნიჭი - თავისუფლება - უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღე... იხილეთ სრულად
იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.
რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა, რომელმაც საოცარი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი წყალობა მოგვცა: თავისი უნაპირო სიყვარულის გამო ჩვენთვის დაითმინა ტანჯვა, წამება, შეურაცხყოფა, დამცირება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომითა და ამაღლე... იხილეთ სრულად
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული... იხილეთ სრულად
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. „სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (ინ. 1, 14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტ... იხილეთ სრულად
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს, სახით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება.
თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მით უმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბ... იხილეთ სრულად