სულიერი ფერისცვალება - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ფერისცვალება - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ფერისცვალება, გამონათქვამები
აღსარებით და ზიარებით პიროვნებაში ხდება სულიერი ფერისცვალება, შინაგანი წონასწორობის აღდგენა.
პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით.
გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ, ამბობს: "ქორწი... იხილეთ სრულად
ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.
ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლა... იხილეთ სრულად
გარდაქმნა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სულსა და აზროვნებას უნდა შეეხოს და მერე უნდა გამოვლინდეს გარეგნულ ფორმებში.
შიში და მონობა ურთიერთკავშირშია და უმძიმესი შედეგებით ვლინდება. ამიტომაც სულიერი ფერისცვალების პროცესი აუცილებლად შიშსა და მონობაზე გამარჯვებას გულისხმობს.
ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისთვის ეთქვა:... იხილეთ სრულად