წინაპრები - ციტატები, გამონათქვამები
წინაპრები - ციტატები, გამონათქვამები წინაპრები, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი, შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა. იხილეთ სრულად
გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭ... იხილეთ სრულად
საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენთა წინაპართა ძალისხმევით თვითმყოფადობა არასდროს დაგვიკარგავს.