სიცოცხლე და სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
სიცოცხლე და სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები სიცოცხლე და სიკვდილი, გამონათქვამები
სიკვდილი არის მოკლება სიცოცხლისაგან და არსებობისაგან, რადგანაც, რაკი გაჩნდება ადამიანი, არასოდეს დამთავრდება მისი არსებობა. სიცოცხლე კი ღმერთთან ერთად არსებობაა. და რადგანაც ღმერთი არის წყარო ბედნიერებისა, სიცოცხლე ბედნიერებაში არ... იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთის რჩეული, უნიკალური, ორბუნებოვანი ქმნილებაა, რომელიც ამ პლანეტაზე, დედამიწაზე იბადება და თანდათან, ერთ დღეს ხორციელად კვდება. ის სავსებით უძლურია, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. წარმოდგენებისგან ბუშტივით გაბერილი, ერთი რომ... იხილეთ სრულად
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანული... იხილეთ სრულად
ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია. მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით, ანუ რწმენით, მიიღწევა... იხილეთ სრულად
ერთი სიტყვით შინაგანი მშვიდობიანობა სინდისის სისუფთავე არის მტკიცე საწინდარი ღვთის წინაშე, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ. განა რა არის გარდაცვალება? - აწმყო სიცოცხლის დასასრული და მომავალ მარადიულ სიცოცხლეში გადაჰსვლა!
ხშირად ადამიანის სიკვდილი ადამიანსავე ჰგავს, ანუ როგორიცაა მისი სიცოცხლე, ისეთივეა სიკვდილიც მისი. როგორც წესი, მკვლელი ძალადობრივი სიკვდილით კვდება: „ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“.
სხეულის სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის, არამედ მხოლოდ დასაწყისია ადამიანის პიროვნების ახალი მდგომარეობისა, რომელიც სხეულისაგან ცალკე აგრძელებს არსებობას.
სიკვდილი და სიცოცხლე კაცისა არის ხელთა შინა ღვთისათა. პირველი არის მარადის ახლო ყოველს კაცზე. მაშასადამე, ღმერთზე ჰქონდეს დამყარებული ყოველი თვისი სასოება.