ღირსება, ღირსების გრძნობა - ციტატები, გამონათქვამები
ღირსება, ღირსების გრძნობა - ციტატები, გამონათქვამები ღირსება, ღირსების გრძნობა, გამონათქვამები
ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება და თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სწორედ მისთვის ეწამა მაცხოვარი და მას გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.
თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ვეცადოთ, არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა, სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს.
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
თუკი ვაღიარებთ ჩვენგან დამოუკიდებელ ბედისწერას, მაშინ ყველა ადამიანური ღირსება: სიყვარული, თავგანწირვა, თავმდაბლობა, სიმშვიდე, მოწყალება... აზრს დაკარგავს.
თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.