ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.
მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს: "ის, ვინც მთელი ცხოვრება ეძებს და ვერ პოულობს, მისი სამსჯავრო უკვე შემდგარია". არადა, რამდენი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან ისე, რომ ჭეშმარიტებასთან არ ჰქონია შეხება; ეს იმიტომ, რომ ან საერთოდ არ ეძებ... იხილეთ სრულად
ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღ... იხილეთ სრულად
ღირსი დიონისე ასე გვარიგებს: სიბრძნე გონებას მჭვრეტელობით უნარს ანიჭებს, მჭვრეტელობით ცოდნა მოიპოვება. ჭეშმარიტი ცოდნით კი - ჭეშმარიტებას ვეზიარებით.
ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32).
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკი... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომის ნათელი მოიცავს მთელ სამყაროს. მისი მადლით ნიშანდებულნი უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვისაგან, რათა ვეზიაროთ ჭეშმარიტებას; თუ არ განვიძარცვეთ სხეული ძველი ადამისა და არ შევიმოსეთ ქრისტეს სამოსით, მარადიული სიკვდილისათვის... იხილეთ სრულად