კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით, ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე... იხილეთ სრულად
მოწყალების სახე მრავალგვარია; თითოეულმა ჩვენგანმა მისთვის შესაფერისი გზა უნდა აირჩიოს და სიკეთის ქმნას ესწრაფოს.
ებრაელთა წინაპარი ისააკი თავის სახლეულთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ჩვეულებად ჰქონდა ჭების ამოთხრა, რათა სხვა ხალხსაც ესარგებლა წყლით. ისააკმა ასე მრავალი ჭა ამოთხარა და ამით თავისებურად მოწყალების საქმე აღასრულა.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, უნდა ვისწავლოთ მოწყალების კანონებით ცხოვრება და იგივე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. "მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ. ხოლო შეიბენ იგინი ყელსა ზედა შენსა, დაწერენ იგინი ფიცარსა ზედა ... იხილეთ სრულად
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის.