განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ.
მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას. ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხალხს თუმცა მრავალი განსაცდელი შეხვდა, მაგრამ ღვთის მფარველობას, ღვთის მარჯვენის გადამრჩენელ და განმამტკიცებელ ძალას მუდამ ვგრძნობდით. განსაცდელმა კიდევ უფრო ღრმად დაგვაფიქრა და სხვა კუთხით დაგვანახა ცხო... იხილეთ სრულად
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
წმ. იოანე ოქროპირი წერს: "როს კეთილდღეობასა მიემთხვიო, შესწირე მადლი უფალსა და იქნება მტკიცე დღეკეთილობა შენი; ოდეს გესტუმროს უბედურება ჰმადლობდე უფალსა და სიმწარე შენი მსწრაფლ განქარდება".
ჯვრის სკოლა შესანიშნავი სკოლაა, სადაც ვიწვრთნებით ჩვენი შემოქმედის ლოცვა-კურთხევით. ეს სკოლა უგუნურთ გონიერს ხდის, გონიერთ ბრძენად აქცევს, ამაყთ - მორჩილად, უკეთურთ - კეთილად, უძლურთ - ძლიერად. ამ დროს ჩვენ ვემსგავსებით თიხის ჭურჭ... იხილეთ სრულად
სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა.
როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს.