გარეგნული სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდან
სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს
მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით
მშვიდ სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს. 24,9) და უმეტესად განაბრძნობს მათ
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას მოიმოქმედებს
მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება
სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მასზე მომდგარ ყოველგვარ ღელვას დაამარცხებს და თვითონ არ ირღვევა