სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
მექოთნემ იცის, რამდენ ხანს გააჩეროს ცეცხლში თიხის ჭურჭელი. რომელიც აიტანს მხურვალებას, გამოიწრთობა, ხოლო რომელიც ვერ აიტანს, სახმარად უსარგებლო იქნება. მით უმეტეს, იცის უფალმა, თუ რა ძალისა და ხარისხის ცეცხლია საჭირო ღვთის სიტყვიე... იხილეთ სრულად
უფალი არ უშვებს ან მუდმივად უბედურებებს, რათა სასოწარკვეთილება არ დაგვეუფლოს, და არც - მუდმივ კეთილდღეობას, რათა არ დავეცეთ (ზნეობრივად)
უფალი ადამიანებს სამუდამოდ არც უბედურებაში ტოვებს, რათა არ დაუძლურდნენ და არც - ბედნიერებაში, რათა უზრუნველნი არ გახდნენ, არამედ სხვადასხვა საშუალებებით აწყობს მათ ცხონებას.
უნდა ვმადლობდეთ უფალს, როცა სიკეთეს გვანიჭებს, და არ დავკარგოთ მოთმინება, როცა ამას არ აკეთებს, ან უხვ წყალობას არ გვანიჭებს, ან როცა ამით არ გვანებივრებს
მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება
წმიდა წერილი ყოველი ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო და უპირველესი სამაგიდო წიგნი მთელი ცხოვრების განმავლობაში
ყველას ვურჩევ, შეიძინოს ბიბლია, ან უკიდურეს შემთხვევაში, ახალი აღთქმა! ეს წიგნები ყოველთვის თქვენს განსწავლას წაადგება
იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, შენი თვალით უმზირე, ხოლო უხილავისა და მარადიულის მსჯელობისას ღვთის სიტყვას დაეყრდენი