სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
634. რადგანაც თითოეული ნეტარება ერთ სულიერ სათნოებას მოიცავს, საკმარისია თუ არა ერთი სათნოება ცხონებისათვის, ჩემო მამაო?
წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ჩანს, რომ არასდროს ყვედრიდა მდიდარს, არამედ მადლიერებით ატარებდა სიღატაკის უღელს. ამისთვის ლაზარე აბრაამის წიაღში მიიღეს.
ღმერთი არც ერთი სათნოებით არ ხარობს ისე, როგორც მაშინ, როცა ვინმე რაიმე მწუხარებაში ჩავარდება და ბოლომდე მოთმინებით იტანს მადლიერებით.
საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი სიმამაცე მშვიდობის ჟამს; მაგრამ კიდევ უფრო საქებარია იგი ბრძოლის დროს.
ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალ... იხილეთ სრულად
თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება.
ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას მწარე საზრდელით იკვებებიან. ჩვენც მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას, ან სათნოებათა თაფლის მოგროვებას, როცა მწუხარების პურს ვიგემებთ და მოთმინებაში ვიცხოვრებთ.
დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდებში ეკლები, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები.