განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ხდება, რომ ადამიანი აკეთებს საქმეს, რომელიც მის მხილველებს მიუღებლად ეჩვენებათ, მაგრამ იგი მადლიანი განზრახვით ხდება.
ძმის სული ჩემთვის დაკეტილი ტაძარია. მართალია, ვხედავ მის საქმეებს, მაგრამ მისი სულის განწყობა ხომ უცნობია ჩემთვის? ეს კი საქმეში ძალიან ბევრს ნიშნავს: იგი საქციელის ხასიათს ცვლის.
თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.
მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით ამ ცოდვის უმაღლესი სახე - ცილისწამება მოყვასის მიმართ. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა... იხილეთ სრულად
ცილისმწამებლის შხამიან ბაგეებზე მოყვასის მამაცობა კადნიერებაა, კეთილგონიერება - სიმხდალე, მოკრძალება - სისუსტე, სიმტკიცე - სისასტიკე, გულახდილობა - უკრძალველობა, სიფრთხილე - თავის მოჩვენება, მომჭირნეობა - სიძუნწე, დიდსულოვნება - მ... იხილეთ სრულად
განმკითხველის ენა ჯოჯოხეთზე უარესია: ჯოჯოხეთი მხოლოდ ბოროტებს მიიტაცებს, ის კი შთანთქავს ბოროტებსა და კეთილებსაც.
რამდენად მძიმეა განკითხვის ცოდვა, ეს კარგად ჩანს შემდეგი მაგალითიდან: ერთხელ წმიდა იოანე საბაიტელი სენაკში იჯდა და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "ვაი მას" (ეს ეხებოდა ძმას, რომლის შესახებაც ცუდი ხმები დადიოდა)! რის გამოც მას მოაკლ... იხილეთ სრულად