16. ამ საუკუნის (სააქაოს) გულისზრახვები უფალმა გადასცა კეთილ მწყემსს, ადამიანს, როგორც ცხვრები. დაწერილია, რომ მისცა მან ყოველ ადამიანს გულისზრახვა მის გულში (შდრ. ებრ. 10.16), თანაშეაუღლა რა მასთან გულისთქმა და მრისხანება მისვე შ...
იხილეთ სრულად
16. ამ საუკუნის (სააქაოს) გულისზრახვები უფალმა გადასცა კეთილ მწყემსს, ადამიანს, როგორც ცხვრები. დაწერილია, რომ მისცა მან ყოველ ადამიანს გულისზრახვა მის გულში (შდრ. ებრ. 10.16), თანაშეაუღლა რა მასთან გულისთქმა და მრისხანება მისვე შესაწევნელად, რომ ადამიანს, ერთი მხრივ, მრისხანების გზით უკუექცია „მგელთა“ გულისზრახვები, მეორე მხრივ კი, გულისთქმის გზით, შეეტკბო მას „ცხვრები“ (ე.ი. კეთილი გულისზრახვები), ამ „ცხვართა“ გამო მრავალგზის წვიმებით, ქარებით ...
8. არის ეშმაკი, "მოხეტიალედ" წოდებული, რომელიც განსაკუთრებით განთიადისას წარმოუჩნდება ძმებს და მიმოჰყავს მათი გონება ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სახლიდან სახლში, ვითომცდა უბრალო საუბრების წარმართვის მიზნით, და ეს გონება, ვო...
იხილეთ სრულად
8. არის ეშმაკი, "მოხეტიალედ" წოდებული, რომელიც განსაკუთრებით განთიადისას წარმოუჩნდება ძმებს და მიმოჰყავს მათი გონება ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სახლიდან სახლში, ვითომცდა უბრალო საუბრების წარმართვის მიზნით, და ეს გონება, ვოღაც თავის ნაცნობებთან ხანგრძლივად მოსაუბრე, შემხვედრთა მიზეზით ბღალავს საკუთარ ცხოვრების წესს (ე.ი. დაკანონებული განდეგილური ტიპიკონის შესაბამისი ცხოვრება, განდეგილობის მდგომარეობა) და მცირე–მცირედ განშორებული ღვთის ცოდნ...
7. ანგელოზურ, ადამიანურ და ეშმაკეულ გულისზრახვათა შორის დიდი დაკვირვების შედეგად შეცნობილი მაქვს იმ განსხვავების არსებობა, რომ, უპირველესად, აგელოზური გულისზრახვები მოვლენათა ბუნებას გამოეძიებენ და მათ სულერ საზრისებს იკვლევენ, რ...
იხილეთ სრულად
7. ანგელოზურ, ადამიანურ და ეშმაკეულ გულისზრახვათა შორის დიდი დაკვირვების შედეგად შეცნობილი მაქვს იმ განსხვავების არსებობა, რომ, უპირველესად, აგელოზური გულისზრახვები მოვლენათა ბუნებას გამოეძიებენ და მათ სულერ საზრისებს იკვლევენ, როგორც, მაგალითად, იმას, თუ რის გამო შეიქმნა ოქრო, რა მიზეზით შთაითესა იგი მიწის ქვედა ნაწილებში ქვიშის სახით და რად მოიპოვებენ მას დიდი გარჯისა და შრომის ფასად, ანდა რად ხდება, რომ უკვე მოპოვებულს წყლით რეცხავენ, ცეცხლში...
6. გულისზრახვათაგან ზოგი განკვეთს და ზოგი განიკვეთება. მაგალითად, განკვეთს უკეთური გულისზრახვა კეთილს. ამასთან, ეს უკეთურიც, თავის მხრივ, კეთილისგან განიკვეთება. კერძოდ, სულიწმინდა ყურადღებას აპყრობს თავდაპირველ გულისზრახვას და მა...
იხილეთ სრულად
6. გულისზრახვათაგან ზოგი განკვეთს და ზოგი განიკვეთება. მაგალითად, განკვეთს უკეთური გულისზრახვა კეთილს. ამასთან, ეს უკეთურიც, თავის მხრივ, კეთილისგან განიკვეთება. კერძოდ, სულიწმინდა ყურადღებას აპყრობს თავდაპირველ გულისზრახვას და მასთან მიმართებით ან გვკიცხავს ჩვენ, ანდა სათნოგვიყოფს. ეს ნიშნავს შემდეგს: ვთქვათ, მაქვს სტუმართმოყვარეობის გულისზრახვა, და უთუოდ მაქვს იგი უფლის გამო. მაგრამ განიკვეთება ეს გულსზრახვა, როდესაც მომეახლება მაცთური და შთამა...
მხოლოდ ლოცვა კი არ გვმართებს, არამედ ყურადღებით ყოფნაც. გულისსიტყვათა მიმართ სიფხიზლე, მათი წარმართვა დიდი ოსტატობით. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გმართავენ. და ბოლოს და ბოლოს ეშმაკთა დასაცინი გახდები
არასდროს დამალო შენი გულისსიტყვები შენი მოძღვრისაგან და ნუ დაამახინჯებ შენს სიტყვებს უფლის წინაშე აღსარებისას. პირდაპირ თქვი შენი გულისსიტყვა და მყისვე დაგიმშვიდდება გული
სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული კი ოცდამეათე საფეხურზე იყო. მისი წმიდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ ღებულობდა; იოანე ღვთისმ...
იხილეთ სრულად
სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული კი ოცდამეათე საფეხურზე იყო. მისი წმიდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ ღებულობდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ. ღვთისმშობელს კი, საერთოდ არ გაუვლია ცუდი აზრად.
აქედან გამომდინარე, იოანე კლემაქსს მხოლოდ განღმრთობის შესახებ არ უწერია. განღმთობა სულ სხვა რამაა. განღმთობილი ბრძოლაშ...
კარგად ვიქცევით, თუ ეშმაკისგან მოვლენილ გულისსიტყვებს არ ვეთანხმებით. არაწმიდა სული მხოლოდ ვნებებით სავსე ადამიანებზე ახდენს ძლიერ გავლენას, ვნებებისაგან განწმენდილებს კი მხოლოდ შორიდან, ანუ გარედან ებრძვის. ყმაწვილკაცი განა...
იხილეთ სრულად
კარგად ვიქცევით, თუ ეშმაკისგან მოვლენილ გულისსიტყვებს არ ვეთანხმებით. არაწმიდა სული მხოლოდ ვნებებით სავსე ადამიანებზე ახდენს ძლიერ გავლენას, ვნებებისაგან განწმენდილებს კი მხოლოდ შორიდან, ანუ გარედან ებრძვის. ყმაწვილკაცი განა შეიძლება არ იწვოდეს ხორციელ გულისთქმათა ცეცხლით? მაგრამ უფალს უნდა ვევედროთ, რომ ეს ცეცხლი აალებისთანავე ჩაქრეს - და მაშინ გადავურჩებით ვნებების ხანგრძლივ გაჩაღებას.
ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს". ყველაფერი ღმრთის ნიჭისგანაა, ჩვენი საკუთარი არა გვაბადია რა