ბევრს არა აქვს საშუალება აისრულოს ყველა თავისი სურვილი, ამიტომაც მომრავლდნენ ჩვენს დროში უკმაყოფილო და უბედური ადამიანები. თუ თქვენ, ქრისტიანო მშობლებო, გინდათ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, ეცადეთ დათრგუნოთ მასში სიამოვნებისაკ...
იხილეთ სრულად
ბევრს არა აქვს საშუალება აისრულოს ყველა თავისი სურვილი, ამიტომაც მომრავლდნენ ჩვენს დროში უკმაყოფილო და უბედური ადამიანები. თუ თქვენ, ქრისტიანო მშობლებო, გინდათ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ, ეცადეთ დათრგუნოთ მასში სიამოვნებისაკენ ლტოლვა, მიაჩვიეთ ისინი დაკმაყოფილდნენ თავისი მდგომარეობით. კმაყოფილი თქვენი შვილები მაშინ იქნებიან, თუ ბავშვობიდანვე მიეჩვევიან ზომიერებას, თავშეკავებულობას და თავდადებას.
ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად ამყარებენ – ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარეული ხრწნილებასა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხარო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყველა ვეძიებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას, მაგრამ ვპოულობთ განა? სოფელი მისეულ სიხარულს გვთავაზობს, მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლეა, სწრაფად ბეზრდება, მოჰყირჭდება ადამიანს. ის თითქოს მარილიან წყალს სვამს და ასე ცდილობს წყურვილის მოკვლას, ამით კი წყურვილი უფრო უძლიერდება. შეუძლებელია რაიმე მიწიერმა ფასეულობამ აღავსოს ადამიანის გული და მას ჭეშმარიტი მშვიდობა მისცეს. ჩვენს თავს რომ ვკითხოთ - როდის ვიყავით ცხოვრებაში ყველაზე უფრო ბედნიერები? - შეგვიძ...
ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა; ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა. ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მის...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა; ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა. ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა. წ...
ბედნიერება არ არის რაიმე გარეგანი კაცისა; ის არის მისი შინაგანი, მშვიდობიანი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობა; და ამისთანა სულის მდგომარეობა შესაძლებელია კაცისათვის მაშინ, როცა კაცის სინიდისი წმინდა და დამშვიდებული არის. მართალ...
იხილეთ სრულად
ბედნიერება არ არის რაიმე გარეგანი კაცისა; ის არის მისი შინაგანი, მშვიდობიანი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობა; და ამისთანა სულის მდგომარეობა შესაძლებელია კაცისათვის მაშინ, როცა კაცის სინიდისი წმინდა და დამშვიდებული არის. მართალია, ყოველთვის იყვნენ მრავალნი პირნი და ჩვენს დროში უფრო მომეტებულია, რომლებიც თავის თავს ნამდვილ ბედნიერ კაცად სთვლიან, მაშინ მხოლოდ, როცა შეუძლიათ საკმაოდ დააკმაყოფილონ თავიანთი სხეულის პირუტყვული მოთხოვნილებანი, და ამა...
ჭეშმარიტი გზა, რომლითაც კაცს ძალუძს შესაძლებელი ბედნიერება მოიპოვოს ქვეყანაზე, ნაჩვენებია მაცხოვრის სიტყვებში: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათ.6.33). ეს იგ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი გზა, რომლითაც კაცს ძალუძს შესაძლებელი ბედნიერება მოიპოვოს ქვეყანაზე, ნაჩვენებია მაცხოვრის სიტყვებში: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათ.6.33). ეს იგი, ეცადეთ უწინარეს ყოვლისა, რომ სულთა შინა თქვენთა დაარსდეს სასუფეველი ღვთისა, შეიქმნენით ძენი სასუფევლისა ღვთისა, სცანით სიმართლე ღვთისა და შეიყვარეთ იგი, და მაშინ ყველა დანარჩენი: მშვიდობა, სიხარული და ყოველივე, რაიცა ...
ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები – აი, რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუ...
იხილეთ სრულად
ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები – აი, რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუნება უნებლივად ერიდება მწუხარებასა, და ეძიებს ბედნიერებას. ღმერთსაც წვალებისათვის კი არ შეუქმნა კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. მაგრამ კაცთა ახირებული წარმოდგენა აქვსთ ბედნიერებაზე. მზგავსად ძველთა კერპთმსახ...
ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვთ ერთი და იგივე საფუძველი – შეურყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება.
ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნ...
იხილეთ სრულად
ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნველი, თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი, თუ გინდ დიდ ბედნიერებასა შინა იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურდება.