ზიარება - ციტატები, გამონათქვამები
ზიარება - ციტატები, გამონათქვამები ზიარება, გამონათქვამები, ციტატები
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყ... იხილეთ სრულად
ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უმჯობესი შეიქმნეს სულიერად ზიარებითა; ცხოვრება გამოიცვალოს, უარჰყოს ცოდვანი თვისნი და იწყოს კეთილი სულიერი ცხოვრება.
რა სარგებლობა გექნებათ თქვენ, ძმანო, უკეთუ დღეს მოინანეთ ცოდვანი თქვენნი, ეღირსეთ შეერთებასა ქრისტესთანა და მერმეთ ისრეთნივე დაშთეთ სულიერად, როგორც უწინ იყავით?
ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები, არასოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავით აღვსებული, მიმავალნი ქ... იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნი ქრისტიანენი თუმცა ყოველ ქვეყანაში დიდითა კრძალულებითა, მარხვითა და გულსმოდგინებითა ემზადებიან ზიარებას, გარნა ჩვენ ქვეყანაში უმეტესითა მარხვითა და მოთმინებითა; გარნა რას ვხედავთ მერმე, ჩვენდა განსაცვიფრებლად? როდე... იხილეთ სრულად
მონანებასა და ზიარებას უნდა ჰქონდეს ორი საგანი ანუ ორი ბოლო: პირველად ისა, რათა მომავალისა დროებისათვის შეიქმნე უმჯობესი, ესე იგი, აღარ სცოდავდე და არ გაამწარებდე ღმერთსა. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს მარადის, რომელ თუ შენ, მიმავალსა მ... იხილეთ სრულად
კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორითაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამო... იხილეთ სრულად
ხდება ხოლმე, რომ აქ, მიწაზე ეზიარებიან, ხოლო უფალთან უზიარებლები რჩებიან! ზოგიერთს ძლიერ სურს ზიარება, მაგრამ რატომღაც არ უსრულდება ნატვრა, მაშინ სრულიად დამოუკიდებლად და უხილავად, უფლის ანგელოზის მეშვეობით ხორციელდება ზიარება
თუნდ ოკეანე გავავსოთ ცრემლით, უფალს მაინც ვერ მივუგებთ თავისი წყალობის შესაფერის საზღაურს. იგი ხომ ჩვენს განსაწმენდად ცხოველსაყოფად და აღსადგენად თავის უხრწნელ ხორცსა და სისხლს გვაძლევს. ასე რომ, მტკიცედ იყავი, ნუ გრცხვენია, მხოლო... იხილეთ სრულად
ვინც წელიწადში მრავალგზის ეზიარება კრძალვითა და რიდით, გადარჩება და დღეგრძელი იქნება მიწაზე. მწამს, ზიარებისას ღვთის მადლი შთამომავლობაზეც გადადის. უფლის წინაშე ერთი მისი ნების აღმსრულებელი, ათას ცოდვილს იფარავს