მცნებები, მცნებების დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებების დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებების დაცვა, გამონათქვამები
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხ... იხილეთ სრულად
ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა... იხილეთ სრულად
თუ გსურს, უჭვრეტდე საიდუმლოს, მაშ, საქმით აღასრულე მცნებები საკუთარ თავში და მათ შესახებ შემეცნებას ნუ ეძიებ.
რას უნდა ელოდონ ის ადამიანები, ვინც ვნებებს ყველაზე მტკიცე აღვირს - წმიდა სარწმუნოების წესებს აშორებენ?!
თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.
რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში
ქრისტეს მოწინააღმდეგე ის არის, ვინც არათუ სწავლებით, არამედ ცხოვრებით ეწინააღმდეგება მის სიტყვას.
ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ... იხილეთ სრულად