ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის ...
იხილეთ სრულად
ღმერთმა გვიბოძა არსებობა. ის გვანიჭებს სიცოცხლეს და გვიფარავს თავისი ღვთაებრივი განგებულებით, რომელიც სხვადასხვა სახით ვლინდება. მან საკუთარი ძის სიკვდილით ისინი, ვინც თავდაპირველად მისი მტრები ვიყავით, თავის ძეებად და სასუფევლის მემკვიდრეებად გვაქცია! ის განგვწმენდს და წმინდაგვყოფს თავისი წმინდა საიდუმლოებებით! ის ზეციურ, უწმიდეს საზრდელსა და სასმელს – თავის ყოვლადწმიდა ხორცსა და სისხლს გვაძლევს! მან დაგვიდგინა მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრების ...
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თ...
იხილეთ სრულად
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმ. 32, 9).
ქრისტე მოწაფეებმა ებრაელების შიშით მიატოვეს და რა ენით გამოუთქმელი სიმწარე განიცადა მან! ისინი კი, ვინც ახლა უარყოფენ, ტოვებენ მას, ერთს აღუთქვამენ და სხვას აკეთებენ, სამსჯავროზე როგორ წარდგებიან მის წინაშე? რას იტყვიან, როცა ქრის...
იხილეთ სრულად
ქრისტე მოწაფეებმა ებრაელების შიშით მიატოვეს და რა ენით გამოუთქმელი სიმწარე განიცადა მან! ისინი კი, ვინც ახლა უარყოფენ, ტოვებენ მას, ერთს აღუთქვამენ და სხვას აკეთებენ, სამსჯავროზე როგორ წარდგებიან მის წინაშე? რას იტყვიან, როცა ქრისტე სათითაოდ ჩამოთვლის თავის მრავალ სატანჯველს, მათ კი მხოლოდ მისი უარყოფა და ბოროტი საქმეები ექნებათ საჩვენებელი?