თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა ღვთისმოსავისათვის - დაცემისაგან დასაცავად. "თავმდაბალი, - ბრძანებს მაკარი დიდი, - არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი უდაბლესად მიაჩნია?"
რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მაღლა ახვალ ზნეობრივი სრულყოფილების კიბეზე, მით მეტად იფხიზლე საკუთარ თავთან, გამუდმებით დააკვირდი მას, რათა დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგა და საკუთარი უდარდელობის მსხვერპლი არ გახდე, ამ დროს დაცემის საფრთხეც მეტია. "რაც მეტად უახლოვდები ღმერთს, - ბრძანებს სქიმონაქონი პართენი, - მით მეტად დაგიპყრობს მტერი". თვით დაცემის შედეგები ამ დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. "ვინც იატაკზე ეცემა, - ამბობს ნილოს სინელი, - სწრაფად დგება; ვინც...
ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი...
იხილეთ სრულად
ღვთისმოსაობის რა საფეხურზეც არ უნდა მიაღწიო, ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს. ეს მაცხოვნებელი შიში უნდა გაიზარდოს შენში იმის მიხედვით, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევ სრულყოფილებაში. რაც უფრო ძვირფასია საგანძური რომელსაც ფლობ, მით მეტი უბედურება იქნება მისი დაკარგვა. მიბაძე ფრთხილ ვაჭარს, რომელიც შიშით უფრო მეტად შფოთავს იმის დროს, როდესაც სამშობლოში ბრუნდება ძვირფასეულობით დატვირთული მისი გემი, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი ნავსადგურიდან გადის საქონლის მც...
ყველას უნდა გვეშინოდეს დაუდევრობისა - თუნდაც წუთიერისა - ჩვენი ცხონების საქმეში. ერთ წუთს შეუძლია, ადამიანი მართლიდან ცოდვილად აქციოს. ადამი დაეცა, სოლომონმა ღმერთი დაივიწყა, წმიდა მოციქულმა ღმერთი უარყო. თუ პატარა ქარისაგან კედარ...
იხილეთ სრულად
ყველას უნდა გვეშინოდეს დაუდევრობისა - თუნდაც წუთიერისა - ჩვენი ცხონების საქმეში. ერთ წუთს შეუძლია, ადამიანი მართლიდან ცოდვილად აქციოს. ადამი დაეცა, სოლომონმა ღმერთი დაივიწყა, წმიდა მოციქულმა ღმერთი უარყო. თუ პატარა ქარისაგან კედარის ხეები იმუსრება, განა სუსტი ტოტები წინააღმდეგობას შესძლებენ?
როგორც არ უნდა მიჩქმალო ფერფლის ქვეშ ნაპერწკალი, სწრაფად აენთება და ადვილად აალდება, როგორც კი გაუფრთხილებლობით დაირღვევა საფარი, რომელიც ქარისაგან იცავდა. ასევე ცდება სულიერ ცხოვრებაშიც. ცოდვილი ვნებები, რომლებიც ღვთივსათნო ადამი...
იხილეთ სრულად
როგორც არ უნდა მიჩქმალო ფერფლის ქვეშ ნაპერწკალი, სწრაფად აენთება და ადვილად აალდება, როგორც კი გაუფრთხილებლობით დაირღვევა საფარი, რომელიც ქარისაგან იცავდა. ასევე ცდება სულიერ ცხოვრებაშიც. ცოდვილი ვნებები, რომლებიც ღვთივსათნო ადამიანებშიც შემორჩენილია ისევ, როგორც - ნაპერწკალი ფერფლის ქვეშ, მცირეოდენი გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი სამყაროს ხრწნადი სუნთქვისაგან ინთება და აალდება. ქრისტიან მოსაგრეთა შესახებ მცხოვრების მკითხველებმა იციან, რაოდენ მ...