ვისაც სწამს, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს ღვთის სამსჯავროს წინაშე უნდა წარსდგეს, არავითარ შემთხვევაში არ განიკითხავს მოყვასს, რამეთუ თვითონაც უნდა აგოს პასუხი ღვთის წინაშე ყველა თავისი საქმის გამო.
ნუ განიკითხავ მემრუშეს, განა თვითონ კი კეთილგონიერი ხარ? თვით შენც ხომ მასავით დაარღვევ კანონს, თუ მას განიკითხავ; რამეთუ თქმულ არს: "არა იმრუშო" (მათე 5, 27) და კიდევ: "ნუ განიკითხავთ" (მათე. 7, 1).
თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო ცოდვილი, რადგან, თუ შენი განვლილი ცხოვრება იმის მსგავს ცოდვებზე არ მიგითითებს, რომელსაც ახლა მოყვასში ხედავ და რომლის გამოც მისი განსჯა გსურდა, სამაგიეროდ, შენი მომავალი ცხოვრების ჟამს...
იხილეთ სრულად
თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო ცოდვილი, რადგან, თუ შენი განვლილი ცხოვრება იმის მსგავს ცოდვებზე არ მიგითითებს, რომელსაც ახლა მოყვასში ხედავ და რომლის გამოც მისი განსჯა გსურდა, სამაგიეროდ, შენი მომავალი ცხოვრების ჟამს თავდები ვერ იქნები, რომ მათ არ ჩაიდენ.
თუ რომელიმე ცოდვას არ ჩადიხარ, შესაძლოა, იგი უკვე ჩადენილი გაქვს; თუ არ ჩაგიდენია, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შესცოდო, ვიდრე - შენმა მოყვასმა, რომელსაც ცოდვის გამო განიკითხავ.